სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს, ეკონომიკის ზრდის ფონზე, სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
უწყების ცნობით, აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2,4%-ით შემცირდა და 9,4% პროცენტი შეადგინა. მაჩვენებელი განახევრებულია 2019 წელთან შედარებით. 2024-ში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 90 000-ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 378 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.
სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.