1750362602
„ვიცი ყველა ელოდებით სიახლეებს“ - გიორგი მახარაშვილის მეუღლე ოპერაციის შესახებ უახლეს ინფორმაციას გვიზიარებს

ამ წუთებში მიმდინარეობს დათო ევგენიძის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. დონორი მომღერალი გიორგი მახარაშვილია.
ოპერაცია უკვე დაიწყო - ამ სიახლეს instagram გამომწერებს გიორგი მახარაშვილის მეუღლე, ლეკა მიქაძე უზიარებს.
„ვიცი ყველა ელოდებით სიახლეებს, შეიყვანეს მახარა და მერე დაიწყება დათო“
„ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ოპერაცია და ახლა მითხრეს 8-9 საათიც გრძელდება ხოლმე დონორის ოპერაციაო“,- წერს ლეკა მიქაძე.