ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ცხოველთა უფლებადამცველმა, ტასო ლოსაბერიძემ კიდევ ერთი არსება გადაარჩინა სიკვდილს - ამჯერად ქათამი, რომელსაც დაკვლას უპირებდნენ, რადგან ნაწლავი ჰქონდა გარეთ გამოვარდნილი.
ტასომ ქათამი სამტრედიიდან თბილისში ჩამოიყვანა და ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს.
,,ყველაფერი კარგად არის, ნარკოზიდან ძალიან კარგად გამოვიდა, ახლა შეჭამს და დაიძინებს… კვერცხის დადების დროს ნაწლავი გამოუვარდა, 3 დღე ასე იყო. დაკვლას უპირებდნენ, ერთმა კარგმა ადამიანმა გამოართვა და მერე მე ჩავაკითხე. ნაწლავის ოპერაცია გავუკეთეთ”, – დაწერა ოპერაციის შემდეგ ტასო სულაბერიძემ.


