"თბილისობის" დღესასწაული გრძელდება - პროგრამა

 პროგრამა

დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ "თბილისობას" მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნებაა გათვალისწინებული.

"თბილისობის" მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანია, სადაც სტუმრებს, ტრადიციულად, დახვდებათ თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყო ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. ასევე, იმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში მისულ სტუმრებს საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა - "თბილისური მრავალფეროვნება".

თბილისობის პროგრამა:

ორბელიანის მოედანი

20-21 სექტემბერი

12:00-22:00

ღია კინოთეატრი

შემოდგომის ნუგბარი

ყველის და ღვინის კუთხე

ქალ მეწარმეთა ასოციაცია

კაფე „ლაღიძის წყლები"

სამეწარმეო მარკეტი

თემატური ფოტოზონები

ტკბილეულის სივრცე

კვების ზონა

საბავშვო კონცერტები

საბავშვო/გასართობი აქტივობები

თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

საღამოს კონცერტები

ელექტრონული მუსიკა

21 სექტემბერი - იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)

12:00 - „Sunny Studio”- ს კონცერტი

13:00 - „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

14:00 - ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

15:00 – სტუდია „ნუცას სკოლის“ კონცერტი

16:00 - ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია

21 სექტემბერი - გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)

20:00 - საათი - ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი

21 სექტემბერი - ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი

16:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE

19:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) - KERESELIDZE

აბანოთუბანი

21 სექტემბერი

12:00 - გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“

რიყის პარკი

21 სექტემბერი

12:00 – 22:00

გასტრონომიული ფესტივალი

სამეწარმეო მარკეტი

ტკბილეულის ფესტივალი

ღვინის და ყველის სივრცე

ლუდის ზონა

დეკორატიული თაღი და ხეივანი

ატრაქციონები

ღია კინოთეატრი

თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები

თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

ზღაპრის გმირების მსვლელობა

სხვადასხვა საბავშვო - გასართობი აქტივობები

სპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი.

საბავშვო კონცერტები

საღამოს კონცერტები

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა

21 სექტემბერი - საბავშვო კონცერტები

12:00 - ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

13:00 - ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი

14:00 - „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი

15:00 - „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

21 სექტემბერი

18:00 - ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

21 სექტემბერი - ევროპის მოედანი

20:00 - საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“