dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
როგორც მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გიორგი მიქაუტაძემ ლიონი დატოვა და ვილიარეალში გადავიდა.
ამასთან დაკავშირებით, ფრანგმა ჟურნალისტმა ბერტრან ლატურმა გადაცემა Conol Football-ში ისაუბრა.
რა თქვა ლატურმა?
„ბოლო წლებში ორი ისეთი ტრანსფერი განხორციელდა, რომელმაც გამაღიზიანა. პირველი ბრედლი ბარკოლა, რომელიც 2023 წელს პსჟ-ში 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მეორე მიქაუტაძის ტრანსფერია, რომელიც ვილიარეალში გადაბარგდა. ასეთი გარიგებები კლუბის ნამდვილ სახეს ავლენს, განსაკუთრებით მიქაუტაძის შემთხვევაში...“