dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
იცით, რა არ უნდა გააკეთოთ მზის ჩასვლის შემდეგ, რომ საკუთარი საქციელით სახლსა და ოჯახს საფრთხე არ შეუქმნათ? – რადგან იდუმალებით მოცული ღამე ყოველთვის მისტიკურ მოვლენებსა და ბოროტ სულებთან ასოცირდებოდა, საუკუნეების განმავლობაში უამრავი მინიშნება და ცრურწმენა დამკვიდრდა მასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ იქნება ურიგო, მათგან ყველაზე პოპულარულ მინიშნებებს, ერთად თავმოყრილს თუ გაგაცნობთ ან შეგახსენებთ, თქვენ კი გაითვალისწინებთ და ამით საკუთარ თავსაც და ოჯახის წევრებსაც ხიფათისა და უბედურებისგან იხსნით. ამ თემაზე ეზოტერიკოსი საუბრობს.
– ნათქვამია, დილა საღამოზე ბრძენიაო და შესაბამისად, საჭიროა იცოდეთ, რის გაკეთება არ შეიძლება შეღამებამდე, რათა საკუთარი საქციელით სახლსა და ოჯახს საფრთხე არ შეუქმნათ. ღამე ყოველთვის იდუმალ და საშიშ დროდ მიიჩნეოდა. ყველა მისტიკური მოვლენა ღამით ხდება, როცა ბოროტი სულები თავისუფლად დანავარდობენ ცოცხალ ადამიანებს შორის და მათ სხვადასხვა საშინელებას უწყობენ. ამიტომაც არსებობს მრავალი მინიშნება და ცრურწმენა, რომელიც გვასწავლის, რა არ უნდა გავაკეთოთ მზის ჩასვლის შემდეგ. თანამედროვე სამყაროში ეს გამოცდილება თანდათან იკარგება და ბევრი მათგანი მხოლოდ ღიმილსღა იწვევს. თუმცა არსებობს ისეთი მინიშნებებიც, ყველაზე ცნობილ სკეპტიკოსსაც კი, რომ ეხმარება, თავიდან აიცილოს საფრთხეები, პრობლემები ფულთან, ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
– რომელ მინიშნებებსა და ცრურწმენებს გულისხმობთ?
– თუნდაც ის, რომ ღამით სარკეში არ უნდა ჩაიხედოთ, რათა თქვენ გვერდით მოულოდნელი სტუმრის ანარეკლი არ დალანდოთ სარკის იქითა სამყაროდან და ამით საკუთარ სახლი უბედურებაში არ გახვიოთ. თუ ღამით სახლში რაიმე დაზიანდა, დაიშალა – სამწუხარო ამბის მაუწყებელია. არ გაიტანოთ ნაგავი სახლიდან შებინდებულზე, თორემ თან იღბალსა და კეთილდღეობასაც გააყოლებთ; გაღებული კარიდან კი ბოროტ სულებს ეძლევათ საშუალება, თქვენამდე შემოაღწიონ, რაც უთანხმოებას, პრობლემებს, ჩხუბსა და დაავადებებს შემოიტანს სახლში. შეღამებისას არც ფული გაასესხოთ და არც ვალი გადაიხდით, თორემ გაფულიანების საკუთარ იღბალს მას გადასცემთ, ვისგანაც თანხას სესხულობთ ან ვალს უბრუნებთ. საღამოს ნურც ფულს დათვლით, თორემ ფინანსური სირთულეები შეგექმნებათ და უამრავი დავალიანება დაგიგროვდებათ. ზოგადად, უმჯობესია, ყველა ფულადი ტრანზაქცია ლანჩამდე განახორციელოთ, ასე თანხა მხოლოდ გაიზრდება თქვენს საფულეში. მაგრამ, თუ მაინცდამაინც აუცილებელია საღამოს ვალის გასტუმრება ან სესხის აღება, მაშინ ნუ გადასცემთ ფულს ხელიდან ხელში. უმჯობესია, თანხა მაგიდაზე ან იატაკზე დადოთ. ამ გზით ბოროტ სულებს აჯობებთ და სიმდიდრეს შეინარჩუნებთ. მაგრამ, ღამით მაგიდაზე ფულს ნუ დატოვებთ, გაღარიბდებით. ღამით არც დაფიცება შეიძლება – ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ და არც გინებაა მიზანშეწონილი – საქმის ასეთი გარჩევითა და დაქადნებით, უარყოფით ენერგიასა და ბოროტ სულებს მიიზიდავთ, რაც რამდენიმეწლიანი უბედურება და წარუმატებლობაა მთელი ოჯახისთვის. შემთხვევითი სატელეფონო ზარი ღამით, ნიშნავს, რომ სამთავრობო ან სასამართლო პრობლემები გელით, ხოლო თუ ღამით სახლში ელექტროტექნიკა – ტელევიზორი, რადიო, ნათურა თავისით ჩაირთო, ესე იგი, სახლს მოჩვენება ეწვია... ნახეთ ვრცლად