„ხვალ 2025 წლის ბოლო მთვარის დაბნელება...“ - რისგან უნდა შეიკავოთ თავი

სავსე მთვარე

ხვალ 2025 წლის ბოლო მთვარის დაბნელება. 

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს. 

„7 სექტემბერს თევზების ზოდიაქოს ნიშნის მე-16 გრადუსზე გვაქვს მთვარის დაბნელება. ის იღებს სტარტს დაახლოებით 19:30 სთ-ზე და დასრულდება დღის ბოლოს (8 შიც გადადის და ჩვენთანაც იქნება ამ მოვლენის ხილვა შესაძლებელი). თუმცა დაბნელების ეფექტები უკვე საგრძნობია ხოლმე დაბნელებამდე 1 კვირით ადრეც.

მეგობრებო, ზოგადად დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მომგებიანი, სასიკეთო ან პირიქითაც. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე. ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შეიკაოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო ქირურგიული მანიპულაციებისგან და მშვიდ, თქვენთვის ჰარმონიულ გარემოში გაატაროთ მეტი დრო.

მთვარის დაბნელების მთავარი მესიჯი: დასასრული. გამჟღავნება.

მთვარის დაბნელება როგორც წესი ემთხვევა სავსემთვარეობას, ამიტომ პიკის დროს არ მუხტავთ არაფერს.
პირველ რიგში დაასუფთავეთ თქვენი სივრცე, გახსოვდეთ, რომ ენერგიების წმენდა იწყება საკუთარი სივრცის მოწესრიგებით.

ჩაატარეთ ენერგეტიკული წმენდა, როგორც ჭურჭელი საჭიროებს გარეცხვას პერიოდულად, ასევე ჩვენც გვჭირდება სხვადასხვა ფიზიკური თუ ენერგეტიკული ჭუჭყისგან გათავისუფლება.

წმენდები შეგიძლიათ ჩაატაროთ სტიქიების გამოყენებით, დაფნის ფოთლების, სხვადასხვა სიმბოლოების, მინერალური ქვების, სანთლების, არომა ჩხირების და ზარების გამოყენებით.

გაუშვით ცხოვრებიდან ყველაფერი, რაც გაბრკოლებთ.

გაანალიზეთ და გათავისუფლდით იმ პროგრამებისგან, რომლებიც გზღუდავთ: მატერიალურ კეთილდღეობაში, პირად ბედნიერებაში, კარიერულ წარმატებაში.

იმუშავეთ თვითშეფასებაზე, პირად საზღვრებზე, რადგან სწორედ აქედან იწყება და სრულდება ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სფეროს კორექცია.

დაბნელების დერეფანი (7 სექტემბრიდან – 22 სექტემბრამდე) შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. სწორედ ამ პერიოდში, ომნიას სივრცის დახურულ ჯგუფში შემოგთავაზებენ გარკვეულ პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ არსებული სირთულეების დალაგებაში, მიმდინარე საკითხების დაკორექტირებაში და უკეთესი პერსპექტივების შექმნაში.

უპირატესობა მიანიჭეთ პროფესიონალ ფსიქოლოგებთან მუშაობას, რადგან ამ სავსემთვარეობის ყველაზე სუსტიც და ყველაზე ძლიერი მხარეც არის ადამიანის ფსიქოლოგია. იყოთ ბედნიერი და წარმატებული – ეს მხოლოდ თქვენი არჩევანია. არჩევანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობასა და პოზიტიურ აზროვნებას მოიაზრებს. სწორედ საკუთარ თავზე მუშაობისთვის არის ბრწყინვალე ეს პერიოდი. ჩათვალეთ, რომ თქვენი აზრები არის ფერადი კალამი, რომლითაც სამყაროს ცის კაბადონზე შეგიძლიათ დახატოთ თქვენთვის სასურველი ცხოვრება.

მთვარის დაბნელების ფონი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გასტანს. დაბნელება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თევზების ზოდიაქოს ნიშანშია. თევზების სიმბოლოს მართვის სივრცე არ არის მატერია – ეს არის ფსიქიკა, სულიერება, შეგრძნებები, ინტუიცია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ნიშანია, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო მეტად არის მიდრეკილი ფობიებისკენ, წყენებისკენ, დამოკიდებულებებისკენ. ამიტომ ამ პერიოდში გასათვალისწინებელია სწორედ ეს თემები და მათზე მუშაობა. (მავნე ჩვევებთან და დამოკიდებულებებთან სამუშაოდ ეს დაბნელებების დერეფანი ერთ-ერთი საუკეთესოა).

თევზების მმართველი პლანეტა იუპიტერია, რომელიც საკმაოდ კარგ პოზიციაშია მიმდინარე დაბნელებების ორგანიზატორებთან (მზესთან და მთავრესთან), ამიტომ მოსალოდნელ პერიოდს მსუბუქ და პოზიტიურ ელფერსაც შესძენს. იუპიტერი დიდი მასშტაბების პლანეტაა – დიდი მასწავლებელი, პროგრესული, ფილოსოფოსი, გულუხვი და კეთილმოსურნე. ყოველთვის სცდება საზღვრებს და განაგებს უცხოეთთან, განათლებასთან, იდეოლოგიასთან დაკავშირებულ თემებს. მისი მდგომარეობა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში მიუთითებს, რომ აქტუალური იქნება სამშობლოსთან, ოჯახთან (ოჯახის შექმნა ან დაშორება, შვილის თემა და სხვა), მშობლებთან, უძრავ ქონებასთან, ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

იგივე პლანეტა იუპიტერი დაძაბულ ურთიერთობაშია აგრესორ მარსთან, რომელიც დისკომფორტის ზონაშია და უჭირს ადეკვატურობა ამ პერიოდში. შესაბამისად, გასათვალისწინებელია შემდეგი: ფეთქებადობა ხასიათში, პატარ-პატარა აფეთქებები, მასების დაპირისპირება, ქაოსი, რომელსაც ხელს უწყობს ურანის რეტრო პოზიცია. შედეგად ვიღებთ: ავარიებს, უთანხმოებას, ვალუტის მკვეთრ ცვლილებებს, კომუნიკაციის პრობლემებს, ტექნიკურ ხარვეზებს, ურთიერთობებში პრობლემებს. თუმცა, მიუხედავად ამ არეულობისა, ვარსკვლავურ პერიმეტრს ისევ და ისევ იუპიტერი დაარბილებს, ამიტომ დიდ კატასტროფებსა და აფეთქებებს არ ველოდებით.

მიმდინარე დაბნელებას მეტად აკეთილშობილებს მთვარის კავშირი აღმავალ კვანძთან (თევზებში), რაც ძველი ციკლის დასასრულსა და ახალი მიზნებისა და სურვილებისკენ სვლაზე მიუთითებს.

გაითვალისწინეთ შემდეგი:

– მოერიდეთ კამათსა და სარკაზმს, ღიმილი, პატიება და მიტევება საუკეთესო გამოსავალია.
– შესაძლოა გამწვავდეს ფსიქოლოგიური პრობლემები, ფობიები. თითქოს თითოეულ ჩვენგანში მეტად გაიღვიძებს მანკიერი მისწრაფებები. მიიღეთ თქვენი ეს ნაწილი და გარდაქმენით ენერგიად, რომ თქვენი უკეთესი ვერსია შექმნათ.

– ყურადღებას მოითხოვს კუჭ-ნაწლავის სისტემა, კანი, თავის ზონა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ეგზოტიკური საკვების მიღებისგან მოწამვლის თავიდან ასაცილებლად.
– ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ნუ გაამწვავებთ არსებულ სიტუაციებს. თუმცა, ნუ მოიტყუებთ საკუთარ თავს.

– არ გირჩევთ მგზავრობას.
– მოსალოდნელია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა.
– ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყავით ზომიერი და დაიცავით ზოგადი წესები და რეკომენდაციები. იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე. სასიკეთოა სხვადასხვა გამწმენდი პროცედურების ჩატარება.

დაბნელება თუ განსაკუთრებით შეგეხებათ (ანუ თქვენს ნათალურ რუკასთან იკვეთება რაიმე თემით, მაგ: თუ ხართ თევზების, ქალწულის, ტყუპების ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ბოლო პერიოდში დაბადებული, ან გყავთ ამ პოზიციაში მთვარე, პირადი პლანეტა ან კარდინალური ჯვრის წერტილები), მაშინ ეს იქნება თქვენთვის ძირეული, ფუნდამენტური საკითხების მოგვარების, გადაჭრის, ტრანსფორმაციის მტკივნეული, თუმცა საჭირო საშუალება. ეცადეთ შინაგანად გაიზარდოთ, გადახედოთ წარსულს. თუ ერთ წრეზე ტრიალებთ, მაშინ პრობლემები გარეთ კი არა, შიგნით უნდა გადაწყვიტოთ თქვენს თავში“