გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი 17 მაისის ახალმთვარეობის დროს შესასრულებელ მარტივ პრაქტიკებს აზიარებს.
„ახალმთვარეობის ფულის რიტუალები.
ამბობენ, რომ ახალმთვარეობის ენერგია საუკეთესო დროა ახალი სურვილების, კეთილდღეობისა და ფინანსური ნაკადის გასაძლიერებლად.
თუ გინდათ, რომ ფულის ენერგია თქვენს ცხოვრებაში უფრო თავისუფლად შემოვიდეს , სცადეთ ეს რიტუალები მზარდ მთვარეზე. 1. ფულის განთავსება სახლში - ახალმთვარეობის პირველ დღეს ბინის სხვადასხვა მყუდრო და მალულ ადგილას განათავსეთ ბანკნოტები. გამოიყენეთ სხვადასხვა ნომინალის ფული.დატოვეთ ისინი 3 დღით, შემდეგ კი შეაგროვეთ და ამ თანხით სასურველი ნივთი შეიძინეთ.ითვლება, რომ ასე ფულის ენერგია სახლში „იკიდებს ფესვებს“. 2. „ფულადი ქვითარი“ - ეს რიტუალი სასურველი თანხის მოსაზიდად კეთდება.აიღეთ ფურცელი და დაწერეთ: თქვენი სახელი და გვარი, ახალმთვარეობის თარიღი, სასურველი თანხა,ქვემოთ აუცილებლად მიუწერეთ: „გადახდილია“, მოაწერეთ ხელი.ამის შემდეგ ფურცელი დამალეთ და აღარ გახსნათ.ბევრი ამბობს, რომ ჩაფიქრებული თანხა ერთი თვის განმავლობაში მიიღო. 3. ფული ბალიშის ქვეშ = ახალმთვარეობის ღამეს სახლში არსებული ყველა ფული შეაგროვეთ.დააწვეთეთ ბანკნოტებს დარიჩინის ან როზმარინის ზეთის რამდენიმე წვეთი ფული არ გადათვალოთ.შემდეგ მოათავსეთ ბალიშის ქვეშ.დილით, ადგომამდე, ფული გადათვალეთ 3-ჯერ ან 7-ჯერ.ეს რიტუალი კეთილდღეობის ენერგიის გაძლიერებას უკავშირდება. 4. „მთვარის წყალი“ - ჩაასხით წყალი ჭიქაში და დადგით ფანჯარასთან ისე, რომ მთვარის შუქი ეცემოდეს. დილით ამ წყლით დაიბანეთ სახე.ითვლება, რომ წყალი მთვარის ენერგიას იღებს და ფინანსური გზების გახსნას უწყობს ხელს. 5. საფულის ჩვენება მთვარისთვის - ახალმთვარეობაზე ან მზარდ მთვარეზე გახსენით საფულე და აჩვენეთ მთვარეს.თუ თანხა გაქვთ - გადათვალეთ.ხალხური რწმენით, ეს რიტუალი მატერიალურ კეთილდღეობას იზიდავს, მაშინაც კი, თუ იმ მომენტში საფულე ცარიელია. გახსოვდეთ: მთავარი მხოლოდ რიტუალი არ არის - არამედ ის ენერგია, რწმენა და განზრახვა, რომელსაც მასში დებთ.“ - წერს თამუნა იოსელიანი.