ნანუკა ჟორჟოლიანი 3 დღით დააკავეს
1779185035
,,ხალხის ძალის" წევრები იმერეთში შეხვედრებს განაგრძობენ. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ქუთაისის საკრებულოში საკუთარი პარტიის ფრაქციის წევრებს შეხვდნენ. საუბარი მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა. ითქვა, რომ "ხალხის ძალა" ოფისების გახსნას ჯერ ადმინისტრაციულ ცენტრებში, შემდეგ კი ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.
"მივიღეთ ის ინფორმაციები და გამოწვევები, რაც ზოგადად არსებობს როგორც რეგიონებში, ასევე ქალაქებში. ზოგადად, საქართველოში აუცილებელია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები იყვნენ და მხოლოდ ლანძღვა-გინებაზე არ იყვნენ ორიენტირებულები. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ არსებობს გარკვეული ტიპის გამოწვევა, ამას ჩვენ ვამბობთ", - აცხადებს პარტიის "ხალხის ძალა" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.