გაიგეთ რა არის თქვენი ფინანსური კოდი და დააყენეთ საბანკო ბარათის პინ-კოდად ან ტელეფონის პაროლად - ეზოთერიკოსის რჩევა

ფულის კოდი~

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს ფინანსური კოდის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

„აღმოაჩინე შენი პირადი ფინანსური კოდი!  
სხვათა შორის, იცოდით, რომ ნუმეროლოგები ამ 4-ციფრიანი „სიმდიდრის კოდის“ გამოთვლაში საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ?

კოდი გამოთვლილი დაბადების თარიღზე რა თქმა უნდა არ იცვლება   აიღეთ თქვენი დაბადების თარიღი და მიჰყევით ამ მარტივ ინსტრუქციას:  ნაბიჯი 1 (დღე): დაიყვანეთ დაბადების დღის რიცხვი ერთ ციფრამდე. (მაგ: თუ დაიბადეთ 19-ში: 1+9=10 -> 1+0= 1)  ნაბიჯი 2 (თვე): დაიყვანეთ თვის რიცხვი ერთ ციფრამდე. (მაგ: ოქტომბერი არის 10 -> 1+0= 1)  ნაბიჯი 3 (წელი): შეკრიბეთ დაბადების წლის ციფრები ერთ ციფრამდე. (მაგ: 1978 წელი: 1+9+7+8=25 -> 2+5= 7)  ნაბიჯი 4 (ჯამი): შეკრიბეთ მიღებული სამივე ციფრი ერთად. (მაგ: 1+1+7= 9)გადაწერეთ ციფრები მიმდევრობით და თქვენი კოდიც მზად არის!  როგორ გამოვიყენოთ?დააყენეთ საბანკო ბარათის პინ-კოდად, ტელეფონის პაროლად ან უბრალოდ დაწერეთ წითელ ფურცელზე და შეინახეთ საფულეში.“  - წერს თამუნა იოსელიანი.