28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ოჯახში პრობლემები და უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის. გირჩევთ, დაწყებული საქმის დროულად დასრულებაზე იზრუნოთ. ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტის მდგომარეობას, რადგან წინ კიდევ გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით.

კურო

უარი თქვით ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციაზე - დიდია იმის ალბათობა, რომ მოგატყუონ და დანაზოგის გარეშე დაგტოვონ. რაც გინდათ ის აკეთეთ, მთავარია, ამ დღეს ფულს არ შეეხოთ.

ტყუპები

ამ დღეს სახლს გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ. შესვენების დროსაც კი ეცადეთ, შენობიდან გარეთ გახვიდეთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. ბუნებით ტკბობის არცერთი წუთი არ უნდა დაკარგოთ.

კირჩხიბი

გარშემომყოფებისგან უიმედობას გრძნობთ და ძალაუნებურად ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება. ეს მდგომარეობა რამდენიმე დღეს გაგრძელდება, მაგრამ ისეთი განცდა გაქვთ, რომ დეპრესიამ საბოლოოდ გძლიათ.

ლომი

რამდენიმე დღის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომელიც დაგეხმარათ, რომ საკუთარი ფასი გაგეგოთ. თუმცა დღეს უკვე ეჭვი გეპარებათ. სწორად მოიქეცით თუ არა? თქვენს ცხოვრებაში ისევ ემოციური რყევებისა და თვითკრიტიკის პერიოდია. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს ესაუბროთ, ის სიტუაციის გაგებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ამჟამად მარტო დამატებითი შემოსავალზე ფიქრობთ. მზად ხართ, გათენებიდან დაღამებამდე იმუშაოთ, რათა ოჯახის მოთხოვნები დააკმაყოფილოთ. თქვენი მცდელობა ღირსეული და დასაფასებელია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ 16 წლის აღარ ხართ და შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

სასწორი

შეამცირეთ ურთიერთობა, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. მოსალოდნელია მოტყუება ან აგრესია. გირჩევთ, დაგეგმილი შეხვედრები მომდევნო შაბათ-კვირისთვის გადაიტანოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ გირჩევთ, მძიმე ფიზიკური დატვირთვა თავიდან აიცილოთ.

მორიელი

სრული დატვირთვით მუშაობა მოგიწევთ, რათა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მზად იყავით, რომ მთელი კვირა რთული იქნება და ძალების აღდგენას მხოლოდ სახლში შეძლებთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ.

მშვილდოსანი

თავიდან დამოუკიდებლად მუშაობა მოგიწევთ, მოგვიანებით - მოკავშირეები დაგეხმარებიან. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

თხის რქა

თქვენი სიკეთით ბევრი სარგებლობს, ზოგს კი ეს სისუსტედ მიაჩნია. აღიარეთ, რომ თავადაც დაიღალეთ ყველაზე ზრუნვით, ამიტომ მეტი დრო თქვენს ოჯახს და მეგობრებს უნდა დაუთმოთ. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მერწყული

დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია - თქვენი სურვილებისა და გეგმების განხორციელებას წვრილმანები და გაუგებრობები ხელს შეუშლის. ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ, რათა თქვენი ურთიერთობა ჩიხში არ შევიდეს. დღის მეორე ნახევრიდან არახელსაყრელი ტენდენციები ნელ-ნელა მოიკლებს.

თევზები

შეგიძლიათ ყველაზე ამბიციურ და მასშტაბურ პროექტებს შეეჭიდოთ. შესაძლოა, ამ დღეს საერთო ენა მათთანაც კი იპოვოთ, ვისთანაც ბოლო დროს ვერ თანხმდებოდით. ახალი რომანტიკული ურთიერთობა ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ.