ქეთი ეგიდუნაშვილის ყოფილმა ქმარმა დუმილი დაარღვია - რას ამბობს „ტიკტოკერის“ შვილის მამა
1752436406
როდესაც პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ადამიანები ნეგატიურ გავლენას, როგორც წესი, ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გრძნობენ. რეტროგრადული მერკურის დროს კომუნიკაცია გართულებულია, გაუგებრობების, კამათის რისკი იზრდება, ტექნიკური გაუმართაობა გახშირებულია, ამავდროულად, გზებზე შეფერხებებიცაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, ადამიანებს იმ ამოცანების გადაჭრა, რასაც იქამდე უპრობლემოდ აკეთებდნენ, შედარებით უჭირთ და ენერგიის ნაკლებობასაც განიცდიან.
მიუხედავად ნეგატიური გავლენისა, რეტროგრადული მერკური უნიკალურ შანსს გვაძლევს, რომ საკუთარი თავი შევამოწმოთ, წარსულის გაკვეთილები გავითვალისწინოთ და სამომავლო გეგმები დავსახოთ.
აღსანიშნავია, რომ პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.
ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან.
რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.
ამავდროულად, რეტროგრადული მერკურის პერიოდი შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ განვლილ ეტაპებს გადახედოთ, საბოლოოდ დაემშვიდობოთ მოძველებულ ურთიერთობებსა და საქმეებს და სიახლეები დაგეგმოთ.
2025 წლის 17 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდი საყურადღებოა. სწორედ ამ დროს პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია.
წლის ბოლომდე აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობაში კიდევ ერთხელ, 2025 წლის 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე იქნება.
რაც შეეხება უახლოეს პერიოდს, 17 ივლისს პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ლომის ნიშანში დაიწყებს.
აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებო ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის იქნება. ესენია: ლომი, მერწყული, კურო და მორიელი. შესაძლოა, ხშირად იგრძნოთ გაღიზიანება, გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდეთ, რეალობისა და მანიპულაციის ერთმანეთისაგან გარჩევა ვერ შეძლოთ, ურთიერთობები კრიზისულ ეტაპზე გადავიდეს....ვრცლად