ვერა რუბინის ობსერვატორიამ პირველი ფოტოები გამოაქვეყნა

ფოტოები

ჩილეში მდებარე ახალმა ობსერვატორიამ თავისი პირველი სურათები გამოაქვეყნა. ვერა სი რუბინის ობსერვატორიაში მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ციფრული კამერა მუშაობს, რომლის მეშვეობითაც მეცნიერები სამყაროს შესახებ ჩვენი წარმოდგენის შეცვლას აპირებენ.

ტელესკოპს უპრეცედენტო შესაძლებლობები აქვს - შეიხედოს სამყაროს ბნელ სიღრმეებში და აღმოაჩინოს ყველაზე მცირე ობიექტებიც კი, მაგალითად ასტეროიდები.

ობსერვატორიის ერთ ფოტოზე ფერადი გაზისა და მტვრის ვრცელი ღრუბლები ტრიალებს ვარსკვლავების წარმოქმნის რეგიონში, რომელიც დედამიწიდან 9 000 სინათლის წლით არის დაშორებული, მეორეზე კი გალაქტიკები და მილიონობით ვარსკვლავია აღბეჭდილი.

სპეციალისტები გეგმავენ, რომ ობსერვატორიის მეშვეობით აღმოაჩინონ ახალი ასტეროიდები, პლანეტები და უპასუხონ მნიშვნელოვან კითხვებს ბნელი მატერიის შესახებ - იდუმალი სუბსტანციის, რომელიც ჩვენი სამყაროს უდიდეს ნაწილს იკავებს. პროექტი სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე დაკვირვებას 10 წლის განმავლობაში ითვალისწინებს