მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მარსის ერთ-ერთი საიდუმლო ამოხსნეს

მარსი

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მარსის ერთ-ერთი საიდუმლო ამოხსნეს. პლანეტის ზედაპირზე ნაპოვნი მუქი ლაქების შესახებ შეთქმულების თეორიები დიდი ხანია არსებობს, მეცნიერებს კი ამის შესახებ საკუთარი შეხედულებები სულ ჰქონდათ.

პირველად 1970-იან წლებში NASA- ს „ვიკინგის“ მისიიდან გადაღებულ სურათებში დაკვირვების შემდეგ, ზოგიერთმა ეს უცნაური ზოლები სითხის ნაკადებად განმარტა, ზოგი კი მიიჩნევდა, რომ ისინი მშრალი პროცესით იყო გამოწვეული.

უცნაური იერის მუქი ზოლები თითქოს კოსმოსიდან დახატულს ჰგავს და ცნობილია, როგორც განმეორებადი დახრილობის ხაზები ან RSL-ები. ისინი , როგორც წესი, წლების ან ათწლეულების განმავლობაში ძლებენ, ზოგი კი „უფრო სწრაფად ჩნდება და ქრება“.

თუმცა, ახლა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარებული ახალი კვლევა ეჭვქვეშ აყენებს წინა გაგებას, რადგან მკვლევრები თვლიან, რომ ისინი წყლის შედეგად არ გაჩენილა და, სავარაუდოდ, ქარისა და მტვრის აქტივობის ნიშნები იყო.

„მარსის კვლევის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მარსზე თანამედროვე პროცესების გაგებაზეა, მათ შორის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობის შესაძლებლობაზე. ჩვენმა კვლევამ განიხილა ეს მახასიათებლები, მაგრამ წყლის არსებობის კვალი ვერ აღმოაჩინა. ჩვენი მოდელი მშრალი ფორმირების პროცესებს ემხრობა“, - განაცხადა ადომას ვალანტინასმა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ უფრო სავარაუდოა, რომ ისინი წარმოიქმნება საშუალოზე მაღალი ქარის სიჩქარისა და მტვრის დაგროვების მქონე ადგილებში, რაც მშრალი წარმოშობის მანიშნებელია.

მათ დაასკვნეს, რომ ზოლები, სავარაუდოდ, მაშინ წარმოიქმნება „როდესაც წვრილი მტვრის ფენები მოულოდნელად სრიალებს ციცაბო ფერდობებზე“, კონკრეტული გამომწვევი ფაქტორების ცვალებადობით.