2 მცირეწლოვანი დარჩა - ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს ავარიაში დაიღუპა
1746301624
მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ძაღლებს შეუძლიათ „მოუსმინონ“ ადამიანებს შორის საუბრებს და ამოირჩიონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ამის შესახებ BBC News სასექსის უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორ დევიდ რებიზე დაყრდნობით იუწყება . მისი თქმით, კვლევაში სხვადასხვა ჯიშის დაახლოებით 50 ძაღლი მონაწილეობდა. მათ შეძლეს და აღმოაჩინეს, რომ ამ ცხოველებს აქვთ ნევროლოგიური უნარი, ადამიანებზე საუბრებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოიღონ: „ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ძაღლებს შეუძლიათ გამოყონ და ამოიცნონ მათთვის მნიშვნელოვანი სიტყვები ერთფეროვან, მაგრამ მათთვის უმნიშვნელო მეტყველების ნაკადში, მაშინაც კი, თუ არ არსებობს ინტონაციური სიგნალები, რომლებსაც ჩვენ, როგორც წესი, ვიყენებთ მათ მოსაზიდად.“
მკვლევრების მიზანი იყო გაერკვიათ, რეაგირებდნენ თუ არა ძაღლები მხოლოდ „ბედნიერ“ ხმაზე, შეეძლოთ თუ არა წინადადებაში დამალული სახელის ამოცნობა თანაბარი ტონით წარმოთქმისას. ლინკოლნის უნივერსიტეტის მკვლევარის, ჰოლი რუთ-ჰატერიჯის თქმით, კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ ძაღლებს ადამიანების მოსმენა და გაგება.
ახლა მეცნიერებს სურთ დაადგინონ, რა ასაკიდან იწყებენ ძაღლები ადამიანის მეტყველებაზე რეაგირებას. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კვლევა უნდა ჩატარდეს მგლებსა და სხვა გარეულ ცხოველებზე, რადგან „მოსმენა“ შეიძლება ცხოველების მოშინაურების შედეგი იყოს.