ცნობილია 28 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ბათუმში მოკლეს
1748202692
ჩინეთის ტიანგონის კოსმოსურ სადგურზე ბაქტერიის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რამაც შესაძლოა სერიოზული შედეგები მოახდინოს ასტრონავტებსა და კოსმოსში გრძელვადიან მოგზაურობაზე, იტყობინება Sky News .
კვლევა ვარაუდობს, რომ ნიალიას შტამს უნიკალური შესაძლებლობები აქვს. ასტრონავტებმა ის სადგურზე არსებული აღჭურვილობის ზედაპირზე 2023 წლის მაისში აღმოაჩინეს და გააანალიზეს.
„ხანგრძლივი კოსმოსური ფრენის დროს მიკრობული გარემოს გაგება აუცილებელია ასტრონავტების ჯანმრთელობისა და კოსმოსური ხომალდის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კოსმოსურ სადგურებზე ბაქტერიები მკაცრ პირობებს აწყდებიან, მათ შორის მიკროგრავიტაციას, რადიაციას და საკვები ნივთიერებების შეზღუდულ რაოდენობას. მათი გადარჩენის გზების გაგება მეცნიერებს დაეხმარება ისწავლონ, თუ როგორ აკონტროლონ და თავიდან აიცილონ დაბინძურება ბორტზე.
მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ Niallia-ს შტამი შესაძლოა საკმაოდ მდგრადი იყოს რადიაციისა და ჟანგვითი სტრესის მიმართ. მას ასევე შეუძლია ჟელატინის დაშლა, რაც სასარგებლოა საკვები ნივთიერებებით ღარიბ გარემოში.
ტონგაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1748201081