"გაუზიარეთ მათ, ვისაც სიმსივნეების ეშინია" - ექიმი ჯაბა ზარქუა საზოგადოებას მიმართავს
1779039326
მეცნიერებმა იაპონიის სანაპიროსთან, 9 კილომეტრზე მეტ სიღრმეზე, უცნობი ცხოველი აღმოაჩინეს. აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Biodiversity Data Journal აქვეყნებს.
ბიოლოგებმა ცხოველი ჯერ კიდევ 2022 წლის ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. 4 წლის განმავლობაში მეცნიერებმა ეს ორგანიზმი ვერცერთ ცნობილ ჯგუფს ვერ მიაკუთვნეს, ამიტომ პუბლიკაციაში ის მოხსენიებულია, როგორც „ცხოველი კლასიფიკაციაში დაუდგენელი პოზიციით“.
კვლევის ავტორების აღწერით, თეთრი ფერის არსება ჰგავდა შიშველლაყუჩა მოლუსკს გამონაზარდებით. ამასთან, ეს ორგანიზმი ყველა ცნობილ მოლუსკზე 4 კილომეტრით უფრო ღრმად ბინადრობს.
ორგანიზმი აღმოაჩინეს ერთ-ერთ ღრმულში, რომელიც ტექტონიკური ფილების გადაადგილების შედეგად წარმოიქმნა. ეს არის ოკეანის ყველაზე ღრმა მონაკვეთები, რომლებიც ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულად მისაწვდომ და, შესაბამისად, დედამიწის ყველაზე ნაკლებად შესწავლილ არეალად რჩება.