ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
კვლევის თანახმად, ერთ კილომეტრზე დიდი ობიექტები სატურნს საშუალოდ 3125 წელიწადში ერთხელ ეცემა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად 7-8 პატარა კოსმოსური ქვა ეცემა პლანეტას, ასტრონომებმა ჯერ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დააფიქსირეს. ამის შესახებ The Independent იტყობინება.
კლდოვან პლანეტებთან შედარებით, სადაც კოსმოსური შეჯახებები კრატერებს ტოვებს, გაზის გიგანტებს, როგორიცაა იუპიტერი და სატურნი, ასეთი ნიშნები არ აღენიშნებათ. თუმცა, NASA-ს მეცნიერისა და ასტრონომის, მარიო რანას, მიერ გადაღებულ ახალ ფოტოზე პირველად ჩანს კოსმოსური ობიექტი, რომელიც სატურნს შეეჯახა.
„იმის გამო, რომ გაზის გიგანტებს წყალბადისა და ჰელიუმისგან შემდგარი გარე ფენები აქვთ, ასტეროიდების ან კომეტების შეჯახება შეიძლება სწრაფად გაქრეს“, - ხაზგასმულია ნაშრომში.
ასტრონომის მიერ შაბათს გადაღებულ ვიდეოკადრში კადრის მარცხენა მხარეს მკრთალი ნათება ჩანს, რომელიც შეჯახებას წააგავს.
„შეჯახების ძალიან მოკლე გაელვება სატურნზე მოხდა 2025 წლის 5 ივლისს, UTC-ის 09:00 საათიდან 09:15 საათამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროის მონაკვეთში გადაღებული სატურნის სხვა ვიდეოების მოპოვება“, - ნათქვამია პლანეტარული ვირტუალური ობსერვატორიისა და ლაბორატორიის (PVOL) განცხადებაში.