1751744974
VIDEO: ნახეთ, როგორი სახლის აშენებას აპირებს ბუდუ ზივზივაძე

ყველასთვის საყვარელი ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში, მეუღლესთან, ნინი კვერნაძესთან და პატარა შაისთან ერთად ცხოვრობს.
წყვილმა ერთმანეთი ექვსი წლის წინ სოციალური ქსელით გაიცნო.
ორივე ქუთაისიდან არიან და გაცნობის შემდეგ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოაჩნდათ. სიმპათია პირველივე შეხვედრისას გაჩნდა და შემდგომ ოჯახი შექმნეს. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის "დინამოში" თამაშობდა.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც წყვილი სახლის აშენების გეგმის შესახებ საუბრობს.