მსახიობ ნანკა გვარს ხელი სთხოვეს - ვინ არის მისი რჩეული

ნანკა გვარი

მომღერალ ნანკა გვარს (გვარიშვილს)  ფართო აუდიტორია პროექტიდან "დიდი სცენა“ იცნობს. გოგონამ მომხიბვლელი გარეგნობითა და განსაკუთრებული მონაცემებით მალევე დაიპყრო როგორც ჟიურის, ისე მსმენელის გულიც.

ნანკას მუსიკის მოსმენა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი, თუმცა ეს მისი საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არ არის - ახალგაზრდა და მშვენიერი მუსიკოსი ასევე წარმატებული მსახიობია. მისი ხილვა კი მსურველებს თეატრის სცენაზე შეუძლიათ. 

ნანკა გვარი გვიზიარებს ორ რომანტიკულ ვიდეოს, რომელიც ულამაზეს თოვლიან გარემოშია გადაღებული.

ნანკას რჩეულმა ხელი სთხოვა და მისგან თანხმობაც მიიღო. „ჩემო სიცოცხლე“, წერს ნანკა და ვიდეოებს გამომწერებს უზიარებს.

მსახიობის რჩეული ოფროუდერი ირაკლი კიღურაძეა.