1779737742
„იქვე ვუთხარი, ხუმრობის დრო არ იყო...“– რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე „ამბებთან“ ინტერვიუში ნანიკო ხაზარაძესთან მომხდარ ინციდენტს და მის გადაცემიდან წასვლას ეხმიანება. ჯაჯანიძის განცხადებით, მათ შორის ამჟამად კარგი ურთიერთობაა და მომხდარი უნებლიე შეცდომით იყო გამოწვეული. როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, ნანიკო ხაზარაძე პროექტიდან არავის გაუშვია და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო:
„წუხელ ჩამოვფრინდი საქართველოში, არცერთი კომენტარი არ მინახავს. მე და ნანიკო ვმეგობრობთ, ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნანიკო არ გაუშვიათ, ის ვიდეოშიც ამბობს, რომ თავად წავიდა. რაც თქვენ ნახეთ, ის ვნახე მეც. არავინ არ იცის, რა მდგომარეობაში სად რას გააკეთებს ადამიანი. მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო. ვუთხარი, რომ ხუმრობის დრო არ იყო და დამთავრდა. შეიძლება იმ წუთს ორნელა რომ იყო მომერიდა, შეიძლება ავყოლოდი კიდეც, მაგრამ მეც ხომ არ გავარტყამდი?“, - აცხადებს ჯაჯანიძე.
ცნობისთვის, ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“ 24 მაისს დატოვა, ინფორმაცია ამის შესახებ მან, ვიდეომიმართვაში გააჟღერა, რომელიც თავადვე გაავრცელა.











