ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
21 იანვარს, Sundance Film Festival-ზე ბრუკ შილდსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით Pretty Baby გამოვიდა. დოკუმენტური სურათი სტრიმინგ სერვის HULU-ს პროექტია და მისი სახელწოდება ემთხვევა 1978 წლის ჰოლივუდურ დრამას, რომელშიც მთავარ როლს სწორედ შილდსი ასრულებს. ფილმში მსახიობი თავის ადრეულ კარიერაზე საუბრობს. ვარსკვლავი აღწერს საზოგადოებისა და შოუ ბიზნესის ინდუსტრიის დამოკიდებულებას, რომელიც ქალებისა და მოზარდი გოგოების ობიექტად ქცევას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
HULU-ს დოკუმენტურ ფილმში ბრუკ შილდსმა სკანდალური ამბავი გაამხილა. მსახიობმა განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში მასზე სექსუალურად იძალადეს. თავდამსხმელის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა ამბის დეტალები გაიხსენა. როგორც შილდსმა აღნიშნა, ეს მაშინ მოხდა, როცა კოლეჯი დაამთავრა და სამსახიობო კარიერის აწყობას ცდილობდა. ვარსკვლავის თქმით, სწორედ საქმეზე სასაუბროდ შეხვდა ერთ-ერთ კაცს, რომელმაც მასზე სექსუალურად იძალადა.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764