„ტრანსფერმარკეტზე“ საქართველოს ნაკრების ჯამურმა ფასმა 200 მილიონ ევროს გადააჭარბა

ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური შეფასება 200 მილიონ ევროს გადასცდა, რაც ისტორიული მაჩენებელია – განახლებულ მონაცემებს „ტრანსფერმარკტი“ აქვეყნებს.

სეზონის დასრულების შემდგე საქართველოს ნაკრების რამდენიმე მოთამაშის შეფასება გაიზარდა და „ჯვაროსნების“ ჯამური ფასი 182 მილიონი ევროდან 200 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

საქართველოს ნაკრები ამ შეფასებით მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს შორის 31-ე ადგილზეა და ასწრებს უნგრეთს (192.95), ნიგერიას (188.45), აშშ-ს (182.30), ირლანდიას (175.53), ჩეხეთს (167.60), იაპონიას (158.00).

1. ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი – 90 მილიონი ევრო;

2. გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“, ინგლისი – 30 მილიონი ევრო;

3. გიორგი მიქაუტაძე, „ლიონი“, საფრანგეთი – 22 მილიონი ევრო;

4. ზურიკო დავითაშვილი, „სენ-ეტიენი“, საფრანგეთი – 10 მილიონი ევრო;

5. საბა გოგლიჩიძე, „ემპოლი“, იტალია – 8 მილიონი ევრო;

6. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“, ავსტრია – 6 მილიონი ევრო;

7. გიორგი ჩაკვეტაძე, „უოტფორდი“, ინგლისი – 4.5 მილიონი ევრო;

8. საბა ლობჟანიძე, „ატლანტა იუნაიტედი“, აშშ –  4 მილიონი ევრო;

9. გიორგი ქოჩორაშვილი, „სპორტინგი“, პორტუგალია – 4 მილიონი ევრო;

10. ირაკლი აზაროვი, „შახტარი“, უკრაინა – 4 მილიონი ევრო.