როგორ აფასებს ინტერის მწვრთნელი ფინალს

სიმონე ინძაგი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ ინტერს დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ გააკეთა. 

„ვფიქრობ, პსჟ-მ გამარჯვება დაიმსახურა. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს, ჩვენ კი გულდაწყვეტილები ვართ. როგორც მწვრთნელი, ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ.

იმის გათვალისწინებით, რომ სეზონზე 58 მატჩის ჩატარება მოგვიწია, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სეზონის ბოლო მატჩში სასურველი შედეგი დაგვეფიქსირებინა, მაგრამ არ გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ტიტული არ მოგვიგია, სეზონს მაინც დადებითად შევაფასებდი და მადლობა ჩემს ფეხბურთელებს ამისთვის."- სიმონე ინძაგი.