„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე გოგო...“ - ბათუმში ახალგაზრდას გლოვობენ
1751370163
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მესამე დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში, 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.
მეორე ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ასევე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც პირველ წრეში პორტუგალიელ ხაიმე ფარიას სამ სეტში, 6:3, 6:4, 6:2 სძლია. სონეგო ამ მომენტისთვის რეიტინგში 47-ე ადგილზეა. მატჩი 3 ივლისსაა დაგეგმილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 126-ე პოზიციას იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო. უიმბლდონის მიმდინარე ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრა მოიგო.