მსოფლიო ჩემპიონატზე B, C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა

ფეხბურთი

აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრა 1-1 დაასრულა. აფრიკელები 21-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში შოტლანდიამ ჰაიტი 1-0 დაამარცხა. B ჯგუფში კატარი-შვეიცარიის მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, ხოლო D-ჯგუფში, ავსტრალიელებმა თურქები 2-0 დაამარცხეს.