რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
უეფა-ს სუპერთასის მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ იტალიელ მეკარესთან, ჯალუიჯი დონარუმასთან ერთად მუშაობა აღარ სურს.
ლუის ენრიკემ იტალიურ გამოცემა Sky Italia-სთან განმარტა, რომ დონარუმას გუნდიდან გარიცხვის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს სპორტული მიზეზებით იყო განპირობებული.
„დონარუმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და, ამასთან, შესანიშნავი ადამიანია. მაგრამ ასეთია მაღალი დონის ფეხბურთელის ცხოვრება.
ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვიღებ პასუხისმგებლობას გაკეთებულ არჩევანზე. გადაწყვეტილება დაკავშირებულია მეკარის სათამაშო სტილთან“, – აღნიშნა ლუის ენრიკემ.
ბოლო ინფორმაციით, დონარუმას შეძენით ინგლისური გუნდები – „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებულნი.