1777408590
კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება
ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ნახევარფინალების ეტაპი იწყება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. თამაში პარიზში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საპასუხო შეხვედრას გუნდები უკვე მიუნხენში, 6 მაისს გამართავენ.










