“ავტობუსი მოცურდა, აალდა წინა მხარე, მოხდა ჭყლეტა, გვეგონა ცეცხლი მოგვედებოდა…”- რა მოხდა წეროვანთან
1748928588
პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონთა ლიგის მოგებას, დინამო თბილისის პრეზიდენტი, რომან ფიფია გამოეხმაურა.
„ვულოცავ ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახის საამაყო წევრს, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი ქართული გოლის გატანას და ისტორიული ტიტულის მოპოვებას.
დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილმა უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ხვიჩას ეს წარმატება პირველ რიგში მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მჯერა, რომ წინ კიდევ უამრავი წარმატება.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ გამარჯვებაში (5:0) მონაწილეობა გოლით მიიღო.