გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
„ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის მწვრთნელს, ლადო კაკაშვილს დაჰპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში თასს თბილისში ჩაიტანს“, - ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში კაკაშვილმა ისაუბრა.
ამერიკული გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ ეს პირობა სწორედ იმ ადამიანს მისცა, ვინც წარსულში მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – ლადო კაკაშვილს, რომელიც ამჟამად „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელია.
„ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩვენ ჩემს კაბინეტში დავსხდებით და თასიდან ქართულ ღვინოს დავლევთ“, - თქვა ლადო კაკაშვილმა. ლადო კაკაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „დინამო თბილისის“ აკადემიაში წვრთნიდა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ გამარჯვებაში (5:0) მონაწილეობა გოლით მიიღო.