1746938520
კარგი ამბავი „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის - ოსიმენმა ვარჯიში განაახლა

„ნაპოლის“ ნიგერიელმა ვარსკვლავმა, ვიქტორ ოსიმენმა გუნდთან ერთად მცირე დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში დაბრუნდება – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
„პარტენოპეიმ“ „მილანთან“ წაგების შემდეგ კასტელ ვოლტურნოში, ბაზაზე ივარჯიშა და მზადება სერია A-ს 30-ე ტურის შეხვედრისთვის დაიწყო, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ „ვერონას“ წინააღმდეგ გაიმართება. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ოთხშაბათს საღამოს „სან სიროზე“ ვერ ითამაშა, მაგრამ მომავალ კვირას, 18 აპრილს „სტადიო მარადონაზე“ ჩასატარებელ შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდება.

ლოცვა, რომელიც 12 მაისს უნდა წაიკითხოთ
1746993797