პენსიონერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება - დეტალები
1776711480
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, ლივერპული ევრტონს ესტუმრა და მეტოქე 2-1 დაამარცხა. მატჩის 58-ე წუთზე, ლივერპულის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
როგორც გაირკვა, გიორგის ფეხზე, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დღეს ქართველმა მეკარემ გულშემატკივრებს მიმართა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის.დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის.მალე დავბრუნდები. დიდი გამარჯვება დერბიში და 3 ქულა“,- წერია მამარდაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.