განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, დარწმუნებული ვარ, ის თასს აწევს, რადგან მან ეს დაიმსახურა - ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ცოტა დრო რჩება. მიუნხენი უკვე მზადაა უმასპინძლოს გადამწყვეტ მატჩს. მზად არიან ფეხბურთელებიც, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, რომლის პსჟ - ინტერს დაუპირისპირდება.

მიუნხენში იმყოფება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც, რომელსაც მოლოდინი აქვს, რომ დღეს არაჩვეულებრივი თამაში გაიმართება.

"ამ დღეს ძალიან დიდი ხანია ველოდებით და გვიხარია, რომ ეს დღეც დადგა. დღეს ვნახავთ არაჩვეულებრივ თამაშს, პირველ რიგში დარწმუნებული ვართ, რომ ვისიამოვნებთ, რადგან ორი მართლაც საუკეთესო გუნდია. განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, დარწმუნებული ვარ, ის თასს აწევს, რადგან მან ეს დაიმსახურა, ამის ღირსი ნამდვილად არის,"- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.