გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
1779282339
ანიმაციური სერიალის „რიკი და მორტის“ მიხედვით სრულმეტრაჟიან მულტფილმს გადაიღებენ. როგორც შოუს შემქმნელმა, დენ ჰარმონმა დაადასტურა, რეჟისორი ჯეიკობ ჰეირი იქნება, რომელიც სერიალზე მეოთხე სეზონიდან მოყოლებული მუშაობდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე იქნება სრულმეტრაჟიანი ფილმი და გეგმავენ თუ არა მის დამზადებას მხოლოდ სტრიმინგებისთვის, თუ კინოგაქირავებაშიც გაუშვებენ.
„რიკი და მორტის“ მეცხრე სეზონი სტარტს 24 მაისს აიღებს.
„რიკი და მორტი“ ამერიკული კომედიური სამეცნიერო-ფანტასტიკური ანიმაციური სერიალია მოზრდილთათვის, რომელიც ცინიკოსი, გიჟი მეცნიერის, რიკ სანჩესისა და მისი გულუბრყვილო და ჭირვეული შვილიშვილის, მორტის თავგადასავლებს მოგვითხრობს.