„ფორმულას“ წამყვანები ტოვებენ – „პერსონალურმა მიზეზებმა არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი“
1746198732
პარიზში იმ ათი ადამიანის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომლებიც პარიზში 2016 წელს კიმ კარდაშიანის გაქურდვაში არიან ბრალდებულები. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კიმ კარდაშიანს, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე იყო ჩასული, ათი მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაართვეს.
13 მაისს კიმ კარდაშიანი მომხდართან დაკავშირებით ჩვენებას მისცემს. სასამართლო პროცესს, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდება, 400 ჟურნალისტი გააშუქებს.
უცხოურმა პრესამ ბრალდებულებს „ბაბუა-მძარცველები უწოდეს“, რადგან ზოგიერთი მათგანი 80 წელს გადაცილებულია. ნაწილს კარდაშიანის გაქურდვაში ედება ბრალი, ნაწილს კი დანაშაულის ორგანიზების დახმარებაში.