ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
17 მაისს, ევროვიზია 2025-ის ფინალურ შოუზე საქართველოს ჟიურის ქულებს ნუცა ბუზალაძე გამოაცხადებს.
ნუცა ბუზალაძე საქართველოს ევროვიზია 2024-ზე, სიმღერით Firefight წარადგენდა, სადაც ფინალურ შოუზე 21-ე ადგილი დაიკავა.
ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მარიამ შენგელია, სიმღერით Freedom წარადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალურ შოუზე, 15 მაისს წარდგება მაყურებლის წინაშე.
წლევანდელი სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.