ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი მაიკლ ბოლტონი ამბობს, რომ სიმსივნეზე მკურნალობის შემდეგ მას „სიცოცხლის მიმართ მადლიერების გრძნობა გაუმძაფრდა“. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
72 წლის მომღერლის თქმით, მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ თავის ტვინის სიმსივნის დამარცხება შეძლო, სიცოცხლისადმი ახალი სიყვარული და მადლიერების გრძნობა გაუჩნდა.
თავის ტვინის სიმსივნე (გლიობლასტომა) მას 2023 წელს დაუდგინეს. ექიმებმა სიმსივნის მთლიანად ამოჭრა შეძლეს, თუმცა შარშან ბოლტონს თავის ტვინზე მეორე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა ინფექციის განვითარების გამო.
ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსი ბოლტონმა ოქტომბერში დაასრულა. ახლა ის ორ თვეში ერთხელ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას იკეთებს, რათა დაავადების რეციდივი არ გამორჩეს. ბოლტონის თქმით, მკურნალობის დროს მეტ დროს ის სახლში სამ ქალიშვილთან და ექვს შვილიშვილთან ერთად ატარებდა.
„ყოველთვის, როდესაც თქვენ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, იმის გააზრება, რომ მარტო არ ხართ, ძალიან ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა ბოლტონმა.
მაიკლ ბოლტონი 1990-ი წლების ლეგენდარული მომღერალია. მისი სიმღერები «When a Man Loves a Woman» და «How Am I Supposed to Live Without You?» ნამდვილ ჰიტებად იქცა.