1692302192
VIDEO: მაშველებმა არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს

ფშავში, მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ცხედარი ის ტურისტია, რომელიც ღვარცოფმა წაიღო.
ფშავის გზაზე ტურისტების გადაადგილების და ღვარცოფის მოვარდნის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება მამაკაცი მოტოციკლეტით, რომელსაც ფერდობიდან მოვარდნილი ნიაღვარი უახლოვდება ხეებისა და მიწის მასა გზიდან აგდებს.