რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ხონსკი“ გაასამართლეს
1750702893
სამეგრელოში ტრაგედია დატრიალდა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბაბუისა და დის შვილიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვსა და მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩას კვეთდნენ. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი პოლიციას ჩაბარდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.