„ფორმულას“ წამყვანები ტოვებენ – „პერსონალურმა მიზეზებმა არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი“
1746198732
თბილისში ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ძლიერ ხანძარს 150-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ცეცხლი დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრს მოედო, - განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
„112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე 5 წუთში ეკიპაჟები ადგილზე იყვნენ მისულები. დაახლოებით 150 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 300 სახანძრო, სპეციალური ტექნიკა, რამაც ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნის საშუალება მოგვცა. რა თქმა უნდა, გავრცელების რისკის საფრთხე იყო და დაახლოებით ამ დროისთვის დამწვარია 15 000 კვადრატულ მეტრზე. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. რაც მთავარია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ ამ დროისთვის, რაც შეეხება პაციენტებს, ოპერატიულად იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და მიმდინარეობს ამ დრომდეც პაციენტების გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებებში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
თბილისში ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძრის გამო ბაზართან ახლოს მდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაციაც განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.