თბილისში, სპორტის სასახლესთან, მდებარე „აგროჰაბში“ ხანძარია - რა ხდება ადგილზე

ხანძარი

თბილისში, საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან მდებარე „აგროჰაბში“ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. 

პირველადი ინფორმაციით ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. სავარაუდოდ, ცეცხლი საწყობიდან გავრცელდა.

„პრაიმტაიმი“ დამატებით ინფორმაციას არკვევს.