სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. „აჭარა თაიმსის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.