ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
საზარელი შემთხვევა ქუთაისში. ახალგაზრდა ქალს ქმარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი მეზობლებმა იპოვეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა.
37 წლის ქალი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კი უკვე მშობლიურ სოფელში, ხობშია გადასვენებული.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 11 პირმა 109 მუხლით დაიწყო.