ნიგერიაში წყალდიდობის შედეგად სავარაუდოდ 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

წყალდიდობის შედეგად სავარაუდოდ 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ოფიციალური მონაცემებით, ნიგერიაში, ქალაქ მოკვაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

კიდევ 500 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მათი ცოცხლად პოვნის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

წყალდიდობა მოკვაში ძლიერ წვიმას მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი წყალდიდობა იყო რეგიონში ბოლო 60 წლის განმავლობაში.