1750577424
გორში, კომბინატის დასახლებაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს - ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველები

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ანწუხელიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს.
ადგილზე სამართალდამცავები და გამნაღმველები იმყოფებოდნენ.
ნაპოვნი ნივთი ამოღებულია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.