1748675716
ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს... - კანადის პროვინცია მანიტობაში ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობაა

კანადის პროვინცია მანიტობაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცა.
როგორც მანიტობის პროვინციის პრემიერმა, ვაბ კინიუმ განაცხადა, სასწრაფოდ საჭიროა 17 ათასი ადამიანის გაყვანა, მათ შორის ქალაქ ფლინ-ფლონიდან.
ევაკუაციაში ადგილობრივებს შეიარაღებული ძალების დანაყოფები ეხმარებიან. მოქალაქეებს ფეხბურთის მოედნებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში მოათავსებენ.
„ეს არის ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია მანიტობას ბევრი მცხოვრების მეხსიერებაში და ის საჭიროებს მნიშვნელოვან რესურსებსა და თანამშრომლობას ყველა დონის სამთავრობო უწყებებისგან“, – განაცხადა პროვინციის ვაბ კინიუმ.
ტყის ხანძრები კანადის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში მძვინვარებს. ალბერტის პროვინციაში დროებით შეჩერდა ნავთობისა და გაზის მოპოვება, ერთ-ერთი პატარა დასახლებიდან სვენ-ჰილსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.