ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ასპინძაში 80 წლამდე ასაკის ქალი, მეზობლის ძაღლმა დაკბინა და ფეხი დაუზიანა.
დაშავებული ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა, ქალი შესაბამისი რეკომენდაციებით უკვე გაეწერა კლინიკიდან.
„უკვე გაეწერა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან და გადაბარდა რაიონულ ამბულატორიას შემდგომი მკურნალობის მიზნით. ჰოსპიტალურ მკურნალობას არ საჭიროებდა. იყო ჭრილობა ნაფლეთოვანი, დამუშავდა, გაიკერა. ქალბატონი კლინიკიდან გაეწერა შესაბამისი რეკომენდაციებით“, - ამბობს ლევან რატიანი.