აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც 20 პარაშუტისტი გადაჰყავდა

აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა

აშშ-ში, ტენესის შტატში, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 20 პარაშუტისტი და ეკიპაჟი იმყოფებოდა. 

მედიის ცნობით, 3 მძიმედ დაშავებული კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, კიდევ ერთი კი სასწრაფო დახმარების ავტომობილით. თვითმფრინავში მყოფმა სხვა პირებმა უმნიშვნელო ტრავმები მიიღეს და მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ავიაკატასტროფის შედეგად არავინ დაღუპულა.