„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.
დაშავებული შუა ხნის კაცია, იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ინციდენტის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად კი, გაზის აფეთქებას ასახელებენ.
მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივი, მცხოვრებლები წერენ, რომ აღნიშნულ კორპუსში აფეთქება ადრეც მოხდა.
დაშავებულის თქმით, მან ჩაისთვის წყალი დადგა და როდესაც ცეცხლს მოუკიდა აფეთქებაც მაშინ მოხდა.