ახალციხეში ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

policiis lenti

ახალციხეში, სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ცხენს შეეჯახა.

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ჯგუფი და პოლიცია.